ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

Fichajes: „რეალს ხვიჩა არ ავიწყდება, შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია“

Fichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალისთვის“ახალ სეზონში ხვიჩა ერთ-ერთი სასურველი მოთამაშე იქნება. მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე იაქტიუროს.

Fichajes: „გასული თვეებიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი მოულოდნელობაა. 21 წლის ასაკში წინ მიიწევს სერია ა-ს დასაპყრობად, რაც განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული კლუბის ინტერესს მის მიმართ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. აღნიშნულ კლუბებს შორისაა მადრიდის „რეალი“, რომელიც გარკვეული დროა ხვიჩას ევოლუციას აქტიურად აკვირდება“.

Fichajes-ის ინფორმაციით, ამგვარი ინტერესის დროს მადრიდულმა კლუბმა მაგიდაზე ფინანსურად მძლავი წინადადება უნდა დადოს, რომ შემდეგი სეზონისთვის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი დიდებული ვარსკვლავი დაიმატოს. ხვიჩა ერთ-ერთი ახალი ვარიანტია, რომ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით შეტევაში კარიმ ბენზემასთან ერთად ითამაშოს, მას აკომპანირება გაუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე 9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე