კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მარკო ვერატი
Aa
Aa

არეულობა პარი სენ-ჟერმენში - ნეიმარსა და კამპუშს კონფლიქტი მოუვიდათ

ლიგა 1-ის 23-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, ნეიმარსა და კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლუიშ კამპუშს შორის დაპირისპირება მოხდა.

L’Equipe-ის ცნობით, რომელიც მოგვიანებით, RMC Sport-მა დაადასტურა, გასახდელში ყოფნისას მათ შორის კამათი დაიწყო, რომელიც პორტუგალიურ ენაზე წარიმართა და მასში მარკინიოსიც იყო ჩართული. კამპუშმა გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა და რამდენიმე ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკა. ეს ყველაფერი არ ყოფილა. RMC Sport-ი წერს, რომ ნეიმარმა თანაგუნდელები, ვიტინია და ეკიტიკე მიწასთან გაასწორა, რადგან საჭირო დროს პასებს არ უკეთებენ.

პარიზელთა ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს Le Parisien-ი. ფრანგული გამოცემის მიხედვით, კილიან მბაპე, ლიონელ მესი და მარკო ვერატი „ბაიერნთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან. მბაპემ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა, მესი კი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ „რეკორდმაისტერთან“ პირველივე შეხვედრაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და მატჩი 15 თებერვალსაა ჩანიშნული. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე