ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნადირობა ოსიმენზე - ჩელსი და მანჩესტერი ბრძოლას იწყებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ვიქტორ ოსიმენზე დიდი ნადირობა გამოცხადდება. აქედანვე შეიმჩნევა, რომ „ნაპოლის“ ნიგერიელი ფორვარდის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ბოლო დღეებში ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოსიმენისთვის ბრძოლას გეგმავს და ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე სწორედ ნიგერიელია. დღეს კი talkSPORT-ი იუწყება, რომ ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო.

ლონდონელებს მაღალი დონის ცენტრფორვარდის პრობლემა აქვთ და უკვე წლებია შესაბამისი ტრანსფერი ვერ გაჩარხეს. ყველა შეძენილი 9 ნომერი მათ იმედებს აცრუებს.

„ნაპოლი“ ოსიმენს 100+ მილიონ ევროდ აფასებს. ნეაპოლურმა კლუბმა ვიქტორი 2020 წელს „ლილიდან“ 70 მილიონ ევროდ იყიდა. მისი კონტრაქტი ძალაში 2025 წლის ზაფხულამდეა.

„ჩელსის“ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, რადგან „იუნაიტედი“ ოსიმენისთვის ფინანსებს უკვე იძიებს. კლუბი ზაფხულში ტენ ჰაგისთვის არასაჭირო მოთამაშეების გაყიდვას გეგმავს, შემოსულ თანხას კი ტრანსფერებს მოახმარს. საუბარია ჰარი მაგუაირზე, დონი ვან დე ბიკზე, ენტონი მარსიალზე, ვიქტორ ლინდელოფზე და აარონ ვან-ბისაკაზე. ყველა მათგანის წასვლა ივარაუდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნიგერიელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. 16 გოლით კი ის სერია A-ს ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია