ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ჩელსი ფლიკის გადაბირებაზე ფიქრობს - პოტერი შესაძლოა გაუშვან

გერმანული Bild-ის ცნობით, „ჩელსი“ გრეჰემ პოტერის თანამდებობიდან დათხოვნას განიხილავს და მის შემცვლელად ჰანსი ფლიკის კანდიდატურას მოიაზრებენ.

Bild-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა განაცხადა, რომ „ლურჯები“ ჰანსი ფლიკს სერიოზულად განიხილავენ, თუმცა ბევრი რამ მათზე დამოკიდებული არ არის.

გასულ წელს, ფლიკს პრემიერ ლიგიდან პირველი „ტოტენჰემი“ დაუკავშირდა, თუმცა, გერმანელ სპეციალისტს სანაკრებო ფეხბურთში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ეროვნული ნაკრებიც ჩაიბარა.

ამჯერადაც, ფლიკს ჯერჯერობით გერმანიის ნაკრების დატოვების სურვილი არ აქვს. მას მინიმუმ ევრო 2024-მდე მუშაობა სურს. შემდეგ კი შემოთავაზებებს განიხილავს.

თავის მხრივ, ლონდონელები დანებებას არ აპირებენ და ფლიკთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

პოტერის ხელში „არისტოკრატები“ სუსტად გამოიყურებიან და პრემიერ ლიგაში 30 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან. ბოლო 5 ტურში „ლურჯებმა“ მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: კვარა დამანგრეველია, ნაპოლი კი ევროპაში საუკეთესოდ თამაშობს
კასანო: კვარა დამანგრეველია, ნაპოლი კი ევროპაში საუკეთესოდ თამაშობს