ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ფელიქსი: 121 მილიონი? ენცო ამდენი ნამდვილად ღირს

ჟოაო ფელიქსმა ენცო ფერნანდესის „ჩელსიში“ ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც ლონდონურ კლუბს 121 მილიონი ევრო დაუჯდა.

- ამ ზამთარს ენცო ფერნანდესი ჩელსის შეუერთდა, რომელიც შენს მსგავსად ბენფიკაში თამაშობდა. რას ფიქრობთ ამ ტრანსფერზე? ადაპტირდა ენცო გასახდელში?

„ძალიან კარგი ბიჭია, გუნდში მალევე ჩაჯდა. ის მატჩამდე ორი დღით ადრე მივიდა და მაშინვე ითამაშა.თავს კარგად გრძნობს. ენცო ძალიან კარგი მოთამაშეა“.

- გაგიკვირდათ, რომ ჩელსიმ მის სანაცვლოდ 121 მილიონი ევრო გადაიხადა?

„ასეთი თანხები სულ უფრო და უფრო ჩვეულებრივი ხდება. ფეხბურთი შეიცვალა და 80, 90, 100, 110 მილიონიანი ტრანსფერები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ენცო ამ ფასად შეძენას იმსახურებს, რადგან მას ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ პროგრესი განიცადოს. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი აუცილებლად გახდება“.

- აღნიშნა ფელიქსმა.

შეგახსენებთ, რომ თავად ჟოაო ფელიქსი „ჩელსიში“ 6-თვიანი იჯარის წესით იმყოფება. ლონდონელებს მისი უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ, თუმცა შესაძლოა მხარეებმა ტრანსფერზე სეზონის ბოლოს მოილაპარაკონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“