ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

პოტერი: “შური კარგი თვისება არ არის“

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ჩელსიმ“ საკმაოდ იაქტიურა და გუნდში ბევრი ფეხბურთელი მიიყვანა. ამ ფაქტს კი ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სოციალურ მედიაში ხშირად გვხვდება მოსაზრება, რომ „არისტოკრატებმა“ ფული უაზროდ დახარჯეს.

მაგალითად, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ენცო ფერნანდესის ტრანსფერი უაზრო ფულის გადაყრა არის. ამ ყველაფერს, „ლურჯების“ მთავარმა მწვრთნელმა გრეჰემ პოტერმა უპასუხა.

პოტერი:

„ეს ნორმალურია, მაგრამ მედია ყველაფერს აბუქებს. მალე მთელი საფეხბურთო სამყარო ამაზე ისაუბრებს. რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. კარგია, რომ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება, მაგრამ მე არაფერზე არ ვნერვიულობ.

ვფიქრობ, შური არ არის კარგი თვისება. არასდროს არავისი შემშურებია. ვცდილობ ვიმუშაო და გავაკეთო მაქსიმუმი იმ პირობების ფონზე, რაც ახლა მაქვს. მწვრთნელების უმეტესობა ჩემს ადგილზე ყოფნას ინატრებდა.“

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ მიმდინარე სეზონში არასახარბიელოდ გამოიყურება. კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ლურჯებმა“ ამდენი ტრანსფერი განახორციელეს და პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ფულემს“ ვერ მოუგეს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „არისტოკრატები“ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათეუსი: “ნოიერი ბაიერნის კაპიტნობის ღირსი აღარ არის“
მათეუსი: “ნოიერი ბაიერნის კაპიტნობის ღირსი აღარ არის“