ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

ჩალჰანოღლუ: „მილანი შევჭამეთ! ეს არის კარმა“

იტალიის სუპერთასზე, „დერბი დე ლა მადონინაში“ „ინტერმა“ თანაქალაქელი „მილანი“ 3:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეშვიდედ გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, „ნერაძურის“ ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ „მილანის“ ფეხბურთელების საქციელი გაიხსენა და მათ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ „მილანიდან“ „ინტერში“ გადასვლის შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მთავარი მიზანი „სკუდეტოს“ მოგება იქნებოდა, თუმცა პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული „როსონერი“ გახდა. ამ განცხადების გამო, ჩემპიონობის შემდეგ „მილანის“ ფეხბურთელებმა ყოფილი თანაგუნდელის მიმართ დამცინავი განცხადებები გააკეთეს, რასაც ჰაკან ჩალჰანოღლუმ „სუპერკოპას“ მოგების შემდეგ ასე უპასუხა:

რა თქმა უნდა, ასეთ დროს მირჩევნია ჩუმად ვიყო. ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო, რასაც „მილანის“ ფეხბურთელები აკეთებდნენ, ამას მათგან არ ველოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება. ეს არის კარმა.

დღეს დამშეულები ვიყავით და მათ, ჩვენს გამარჯვებას პატივი უნდა სცენ. ისინი სახლებში სწრაფად გავგზავნეთ. დღეს, „მილანი“ უბრალოდ შევჭამეთ!

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში გოლები დიმარკომ, ედინ ჯეკომ და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს, საპასუხოდ კი „როსონერიმ“ მეტოქეს მნიშვნელოვანი ვერაფერი შესთავაზა.

მილანი 0:3 ინტერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ვართ“ - რა ითქვა „მადონინას“ შემდეგ
„ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ვართ“ - რა ითქვა „მადონინას“ შემდეგ