3:0 - ინტერმა მილანს აჯობა და სუპერ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
Aa
Aa

3:0 - ინტერმა მილანს აჯობა და სუპერ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

იტალიის სუპერ თასის ფინალში „დერბი დელა მადონინა“ ვიხილეთ, რომელიც სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ბევრი ასეთ შედეგს არ ელოდა, თუმცა „ინტერმა“ „მილანს“ ტაქტიკურად ყველაფერში აჯობა და თასი დამსახურებულად აღმართა.

„ინტერმა“ პირველი ტაიმი დიმარკოსა და ჯეკოს გოლებით 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი შეხვედრას წერტილი ლაუტარო მარტინესმა დაუსვა.

„როსონერი“ ბურთს აკონტროლებდა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ინძაგიმ თამაში უკეთ დაგეგმა და „ნაპოლის“ შემდეგ, უკვე მეორე ძლიერ კონკურენტსაც მოუგო.

ამრიგად, ინტერმა იტალიის სუპერ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, ჯამში კი ეს მე-7 ტიტულია და ამით „მილანს" გაუთანაბრდნენ. მათზე მეტი მხოლოდ „იუვენტუსს" აქვს - 9.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე