გარი ნევილი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ნევილი: „მოხიბლული ვარ ტენ ჰაგის მიერ შესრულებული სამუშაოთი“

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, რომელიც დღეს საფეხბურთო ექსპერტის მოვალეობას ითავსებს, Sky Sports-ის ეთერში „წითელ ეშმაკებში“ ერიკ ტენ ჰაგის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ისაუბრა და ნიდერლანდელი სპეციალისტი შეაქო.

რა თქვა ნევილმა:

მოხიბლული ვარ ტენ ჰაგის მიერ შესრულებული სამუშაოთი. ოთხი თვის წინ რომ მეთქვა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლა სატურნირო ცხრილში ამ პოზიციაზე იქნებოდა, ამის შანსი არ იყო.

სეზონის დასაწყისში მეგონა, რომ ისინი ამ პერიოდისთვის ცხრილის შუაში იქნებოდნენ. ვფიქრობდი, რომ ენტონისთვის, კაზემიროსთვის მათ ზედმეტად ბევრი გადაიხადეს, ეს ჩვეულებრივ პანიკას ჰგავდა, მაგრამ როგორც ვნახეთ გაამართლა.

მწვრთნელმა დიდი როლი შეასრულა როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ფეხბურთელებთანაც, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დააკავშირა მან ისინი ერთმანეთს, გაუჩინა სულისკვეთება, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უმკლავდება.

ჰარი მაგუაიერის თავზე დიდი ღრუბელი ტრიალებდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ვხედავთ ახლა როგორ თამაშობს. ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსთანაც ბრწყინვალედ მოაგვარა შექმნილი პრობლემები. იმ ადამიანებს, რომლებსაც მის სწორ საქციელში ეჭვი ეპარებოდათ, ალბათ ახლა ფიქრობენ, რომ ყველაფერი ნამდვილად სწორად გააკეთა.

„მანჩესტერ სიტისთან“ მან 90 მილიონ ევროდ შეძენილი ანტონი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ეს სულაც არ ყოფილა პრობლემა. ლისანდრო მარტინესის მაგივრად კი ცენტრალურ მცველად ლუკ შოუ თამაშობდა, მე კი პირიქით ველოდი. ეს თამამი გადაწყვეტილებებია და მას რისკზე წასვლა თავისუფლად შეუძლია. ის საკუთარი თავის უფროსია. მან მოკლე დროში ძალიან, ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მესამეადგილოსან „ნიუკასლს“, რომელსაც „წითელ ეშმაკებთან“ შედარებით ერთით მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ლიდერ „არსენალს“ 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: “რაშფორდი ბურთს არ შეხებია და მომენტზე გავლენას არ ახდენდა“
ტენ ჰაგი: “რაშფორდი ბურთს არ შეხებია და მომენტზე გავლენას არ ახდენდა“