გავი, ელ კლასიკო
Aa
Aa

გავის საოცარი პერფორმანსი - ბარსელონა სუპერ თასის გამარჯვებულია

„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებულია. კატალონიელებმა ფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად, 1:3 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს.

ჩავის ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და მოწინააღმდეგე ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

„ბარსელონამ“ ანგარიში 33-ე წუთზე გავის გოლით გახსნა. 18 წლის ფეხბურთელმა ლევანდოვსკის პასი ზუსტად გამოიყენა და პირისპირ დარჩენილ კურტუას შანსი არ დაუტოვა. ტაიმის მიწურულს გოლის ავტორად ამჯერად ლევანდოვსკი მოგვევლინა, საგოლე პასი კი გავიმ ჩაიწერა და „ბლაუგრანა“ შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი „ბარსელონამ“ კვლავ დამაჯერებლად ჩაატარა და მადრიდელთა კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. თავი ამჯერად პედრიმ გამოიჩინა, რომელსაც საგოლე გადაცემა გავიმ გაუკეთა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 18 წლის ფეხბურთელმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მოთამაშის წოდებაც დამსახურებულად მიიღო.

რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შეძლეს. ანჩელოტის გუნდიდან ერთადერთი ბურთი ბენზემამ გაიტანა.

საბოლოოდ, „ბარსელონამ“ ისტორიაში მეთოთხმეტედ შეძლო „სუპერკოპას“ მოგება და შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის“ - კანტონა რონალდუს აკრიტიკებს
„ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის“ - კანტონა რონალდუს აკრიტიკებს