ბარსელონა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“გამარჯვება არ მოგვბეზრებია“ - ანჩელოტი “ელ კლასიკოს“ წინ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ტყუილია, რომ „რეალის“ ფეხბურთელებს გამარჯვება მობეზრდათ. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდში 2013 წლიდან იმყოფებიან. ისინი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერები არიან. „სამეფო კლუბს“ მაღალი სტანდარტები აქვს და შეუძლებელია იფიქრო, რომ ყველაფერს მიაღწიე.

მოედნის კონდიციები მომეწონა. ჰიბრიდულ საფარზე თამაში კომფორტულია. უკვე საკმარისი პრობლემები გვქონდა. არ ვიცი „ბარსელონას“ დამარცხება მაღალი ინტენსივობით შეიძლება თუ არა. ასეთ მატჩში გასამარჯვებლად სრულყოფილად თამაშია საჭირო. დიახ, სრულყოფილი! ინტენსივობა გამარჯვების მთავარი გასაღები არ არის.

ახლა ყველაზე მეტად დაცვის ხაზის მდგომარეობა მაღელვებს. „ვალენსიაზე“ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ უაზრო გოლი გავუშვით. იმედი მაქვს, ასე აღარ განმეორდება.“

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში „ვალენსია“ პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო „ბარსელონამ“ „ბეტისი“ ასევე თერთმეტმეტრიანებში არ დაინდო. ფინალი კი 15 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერატი მესიზე: ამბობდნენ ნაკრებში ვერ თამაშობსო, მაგრამ 2 წელში ყველაფერი მოიგო
ვერატი მესიზე: ამბობდნენ ნაკრებში ვერ თამაშობსო, მაგრამ 2 წელში ყველაფერი მოიგო