გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ქართველი გიგანტი“ - Marca მამარდას თამაშს აფასებს

გუშინ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 მორჩა, საფეხბურთო ლატარიაში კი უფრო ძლიერი სამეფო კლუბი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ანჩელოტის გუნდმა პენალტების სერია 4:3 მოიგო.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მეკარე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო (თუ საუკეთესო არა) და სპორტული ანალიტიკური გვერდებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 21 წლის მეკარემ მადრიდულ გრანდთან 5 სეივი შემოგვთავაზა და მათ შორის უმეტესობა საკმაოდ მნიშვნელოვანიც იყო. მამარდაშვილმა საკუთარი გუნდი ძირითადი დროის მიწურულს აშკარა წაგებისგან იხსნა, როდესაც პირისპირ დარჩენილ ვინისიუსს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

ბუნებრივია, ქართველი მეკარის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანურ მედიას და გავლენიანმა სააგენტო Marca-მ მას „ვალენსიას“ გმირი უწოდა.

რა წერია MARCA-ს სტატიაში:

ვალენსია სუპერ თასის ფინალური პრიზის გარეშე დარჩა. მამარდაშვილს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, თუმცა ეს ამაო გამოდგა, რადგან მისი გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა. ქართველმა რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ ღირებული სეივებით „ვალენსია“ კვლავ ფეხზე დატოვა, მაგრამ საბოლოოდ პენალტებში მადრიდელი გიგანტების ვერ შეძლეს. შედეგად, „ღამურები“ სახლში წავიდნენ, თუმცა თავაწეულები.

მადრიდულ-ვალენსიური შეტაკების ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი მამარდაშვილი იყო. ქართველმა მეკარემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ გაიზარდა მისი ღირებულება ბოლო ერთ წელში ასე საგრძნობლად. ვინისიუსის წინააღმდეგ სეივი, რომელიც მან 96-ე წუთზე შეასრულა, გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამ ეპიზოდმა „ვალენსიას“ შესაძლებლობა მისცა, რომ თამაში დამატებით დრომდე მიეყვანა.

თამაშის ბოლო ამოსუნთქვაში მამარდაშვილი ნამდვილი გიგანტი გახდა. პირისპირ დარჩენილმა ვინისიუსმა ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ქართველი ამ ეპიზოდში გიგანტი გახდა და სიცარიელე ბრწყინვალედ დაფარა. მან თავიდან აიცილა სცენარი, რომელიც „ვალენსიასთვის“ პრაქტიკულად დამღუპველი იქნებოდა.

პირველი დამატებითი ტაიმის დაწყებისთანავე მამარდაშვილი საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერთო. ქართველმა მეკარემ ვინისიუსს ამჯერად საჯარიმოს გარედან არ მისცა გატანის შესაძლებლობა. ქართველი გაფრინდა მახვილ კუთხეში გაშვებული ბურთი კუთხურზე მოიგერია. მადრიდელები ყველანაირად ცდილობდნენ პენალტების სერიის თავიდან არიდებას და ამ მომენტში კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა, თუმცა აქაც თავი მამარდაშვილმა გამოიჩინა, როდესაც საჯარიმოს გარედან ტონი კროოსის დარტყმა მოიგერია.

მამარდას ყველა მოგერიება:

შეგახსენებთ, რომ სუპერ თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე „ბარსელონასა“ და „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია