რეალი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“ნამდვილი გიგანტი“ - AS-მა მამარდაშვილი შეაქო

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც „რეალმა“ ყველაფერი უნაკლოდ გააკეთა. ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდები გავიდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველი მეკარე შეაფასა.

რას წერს AS?

„ქართველი მეკარე ფინალურ მონაკვეთში მხსნელი იყო. ნამდვილი გიგანტი! მან ვინისიუსს პირისპირ აუღო და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. ასევე, დამატებით ტაიმში ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრწყინვალე ბურთი აუღო. მამარდაშვილი „ვალენსიას“ მხსნელად კროოსის დარტყმის შემდეგაც მოევლინა. გიორგი მოდრიჩის პენალტს შეეხო, მაგრამ არასაკმარისად.“

გიორგის ყველა მომენტი „რეალთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია