რეალი, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Sofascore - მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც „რეალმა“ ყველაფერი უნაკლოდ გააკეთა. ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდები გავიდნენ.

მთელი მატჩს განმავლობაში გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და „რეალის“ ფეხბურთელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო. მატჩის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელები შეაფასა. ქართველ მეკარეს კი ყველაზე მაღალი ქულა ერგო.

მამარდაშვილი(7.7), კორეია(7.0), ოზკაჩარი(7.2), გაია(7.4), ტონი ლატო(7.6), მუსა(6.5), ალმეიდა(7.1), კლიუვერტი(6.0), კავანი(7.2), ლინო(7.5), მორიბა(7.0), დურო(6.6), პერესი(6.8).

გიორგის ყველა მომენტი „რეალთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან მატჩის წინ - ვლაჰოვიჩი დაბრუნდა, კიეზა ძირითადში იქნება
ნაპოლისთან მატჩის წინ - ვლაჰოვიჩი დაბრუნდა, კიეზა ძირითადში იქნება