მადრიდის რეალი, გარეთ ბეილი
Aa
Aa

“აღფრთოვანება და სიყვარული“ - რეალი ბეილს დაემშვიდობა

ცნობილი გახდა, რომ გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. კარიერის უდიდესი ნაწილი მან „რეალში“ გაატარა. უელსელი შემტევის გადაწყვეტილებას „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გამოეხმაურა.

„მას შემდეგ, რაც გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას ასრულებს, გვინდა უდიდესი მადლიერება, აღფრთოვანება და სიყვარული გამოვხატოთ მისი, როგორც ჩვენი კლუბის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მიმართ.

გარეთი აქ 2013 წელს გადმოვიდა და 19 ტიტული მოიგო. ინდივიდუალურ დონეზე ის 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და იმავე წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ოქროს ბურთი მოიგო.

გარეთ ბეილი ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდის ნაწილი იყო. მისი გოლები დიდხანს დაამახსოვრდებათ გულშემატკივრებს. განსაკუთრებით 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ეს გოლი ფეხბურთის მოყვარულებში სამუდამოდ იცოცხლებს.“

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის „რეალს“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. უელსელმა ყოფილმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 258-ჯერ მოირგო, 106 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მენიო ღირსეულად შემცვლის“ - ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
“მენიო ღირსეულად შემცვლის“ - ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა