ანდრე ვილაშ-ბოაში
Aa
Aa

ფოსტით ნარკოტიკი გაუგზავნეს - ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა

„პორტუსა“ და „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, მის სახელს ნარკოტიკული გზავნილი უკავშირდება.

ვიგებთ, რომ ვილა-ბოაშის ბრაზილიაში მდებარე სახლის მისამართზე გაიგზავნა ანონიმური წერილი, რომელიც, რა თქმა უნდა, კონვერტში იდო. სამართალდამცავ ორგანოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც აღნიშნულ კონვერტში ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ იდო.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ანდრეს გარდა მსგავსი კონვერტი სხვა ორ უცნობ ადამიანსაც გაუგზავნეს, მაგრამ მათი ვინაობა მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციამ ვილაშ-ბოაში დაკითხა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გზავნილის შესახებ არაფერი იცის და არც ის იცის, თუ ვინ არის გამომგზავნი. ამ მომენტისთვის, სამართალდამცავები გამოძიების პროცესში არიან.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის სპეციალისტი 2021 წლამდე „მარსელში“ მუშაობდა. იქამდე კი სხვადასხვა დროს „პორტუს“, „ჩელსის“ „ტოტენჰემს“, „ზენიტს“ და „შანხაის“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 ყველაზე ძვირადღირებული 18-წლამდე ფეხბურთელი
10 ყველაზე ძვირადღირებული 18-წლამდე ფეხბურთელი