რომანომ დაადასტურა - ჟოაუ ფელიქსი ჩელსიში გადადის
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ჟოაუ ფელიქსი ჩელსიში გადადის

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი, ჟოაუ ფელიქსი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ლონდონური კლუბი ფელიქსს 6-თვიანი იჯარით დაიმატებს. „არისტოკრატებს“ გარიგება 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომელშიც როგორ კლუბისთვის გადასახდელი საფასური, ისე ფეხბურთელის სახელფასო ანაზღაურებაც შედის. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩელსის პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და ის „როხიბლანკოში“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

ჟოაუ ფელიქსი მადრიდულ კლუბში 2019 წელს გადავიდა და დღემდე კლუბის მაისურით 131 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 34 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ლივერპული დაღმასვლას განიცდის, გაკპო არ უნდა გადასულიყო“
“ლივერპული დაღმასვლას განიცდის, გაკპო არ უნდა გადასულიყო“