რეალი, ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ზიდანი რეალში დაბრუნდება? - პერესის ფავორიტი ფრანგი მწვრთნელია

ესპანური Sport-ის ცნობით, შესაძლოა ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. კარლო ანჩელოტის კარგად ესმის, რომ სეზონის უტიტულოდ დასრულების შემთხვევაში პოსტს ვერ შეინარჩუნებს. ასეთ შემთხვევაში „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ფავორიტი კანდიდატი ფრანგი სპეციალისტია.

16 ტურის შემდეგ ლა ლიგაში „ბარსელონა“ 41 ქულით პირველ ადგილზეა. ანჩელოტის გუნდი „ვილიარეალთან“ მარცხის შემდეგ 38 ქულით მეორე პოზიციაზეა.

კატარის მუნდიალის დაწყებადე ევროპულ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, თუმცა მუნდიალის დასრულების შემდეგ დეშამმა პოსტი შეინარჩუნა, საფრანგეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

50 წლის ზინედინ ზიდანი მადრიდულ გრანდს 2016-18 და 2019-21 წლებში წვრთნიდა. ამ წლებში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო (2015-16, 2016-17, 2017-18), ლა ლიგა კი - ორჯერ (2016-17, 2019-20).

ზიდანმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021 წლის 27 მაისს დატოვა და მას შემდეგ არ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცემა“ - რობერტო მარტინესმა რონალდუზე ისაუბრა
„შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცემა“ - რობერტო მარტინესმა რონალდუზე ისაუბრა