კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

პრობლემა მოგვარდა - რონალდუ და ჯორჯიანა არაბეთში ერთად ცხოვრებას შეძლებენ

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო კარიერას „ალ ნასრში“ აგრძელებს. რა თქმა უნდა, მასთან ერთად საუდის არაბეთში მისი მეგობარი გოგონა ჯორჯიანა როდრიგესიც გაემგზავრა.

გამოცემა TalkSport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ იყო საშიშროება რონალდუს და ჯორჯიანას ერთ სახლში ვერ ეცხოვრათ. ამის მიზეზი კი არაბული კანონებია.

საუდის არაბეთში მოქმედებს მკაცრი კანონი, რომლის მიხედვითაც დაუქორწინებელ წყვილებს ერთად თანაცხოვრება ეკრძალებათ. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ავტორიტეტმა გაჭრა და მას ეს პრობლემა არ შეექმნა.

კრიშტიანუ და ჯორჯიანა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. ამან კი არაბული კანონების გამო პრობლემა შექმნა, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ წყვილს ნება დართეს, რომ ერთად იცხოვრონ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა თავდამსხმელმა არაბულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წელიწადში ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა - რონალდუმ შესვენებაზე ალ-ნასრის სტადიონი დატოვა
მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა - რონალდუმ შესვენებაზე ალ-ნასრის სტადიონი დატოვა