ედენ აზარი
Aa
Aa

“ბურთის მიღება არ უნდოდა და არ დარბოდა“ - კასერენოს ფეხბურთელი აზარზე

ესპანეთში სამეფო თასი დაიწყო. მადრიდის „რეალი“ კასერენოს დაუპირისპირდა და როდრიგოს ერთადერთი ეფექტური გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ედენ აზარი, რომელსაც თამაში თითქმის არ უწევს. ბელგიელმა შემტევმა გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა. მის ასპარეზობაზე კი მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა კარმელო მერენსიანომ ისაუბრა.

რა თქვა მერენსიანომ?

„რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალთან“ შეხვედრით აღფრთოვანებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან შედარებით სუსტი გუნდი გვყავს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ.

მინდა გამოვეხმაურო ედენ აზარის თამაშს. მას თითქოს არ აინტერესებდა რას აკეთებდა. ბურთის მიღებაც არ უნდოდა და საერთოდ არ დარბოდა. არ მესმის რატომ იქცეოდა ის ასე.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საეჭვო ტრანზაქციები - ტოტის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
საეჭვო ტრანზაქციები - ტოტის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ