სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

სუპერ იანისი - კარიერის საუკეთესო შედეგი და განადგურებული ვაშინგტონი

„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „გრიკ ფრიკმა“ „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა 123:113 მოიგო, 55 ქულით, 10 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

იანისი NBA-ის ისტორიაში მე-5 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 3-მატჩიან მონაკვეთში, მინიმუმ 140 ქულა და 50 მოხსნა გააკეთა. მის გარდა, იგივე სტატისტიკა უილტ ჩემბერლენს (110-ჯერ), ელჯინ ბეილორს (9-ჯერ), მოუზეს მელოუნს (ერთხელ) და ბობ მაკადუს (ერთხელ) დაუფიქსირებიათ. 55 ქულა ანტეტოკოუნმპოს კარიერის საუკეთესო შედეგია და იგი NBA-ისა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, მე-3 კალათბურთელია, რომელმაც ზედიზედ 3 შეხვედრა მინიმუმ 40 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, იანისის თანაგუნდელი სანდრო მამუკელაშვილია, რომელსაც „ვაშინგტონთან“ მატჩში სათამაშო დრო არ მიუღია. ბერძენი კალათბურთელის გარდა, ბობი პორტისი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. „უიზარდსის“ რიგებში საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი იყო - 22 ქულა, 9 მოხსნა. კაილ კუზმამ 20 ქულა გაიფორმა.

ამრიგად, „მილუოკის“ 24 მოგება და 13 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებს. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ 5 იანვარს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამხრეთ აფრიკა საუდის არაბეთის ნაცვლად - რონალდუს შეცდომა პრესკონფერენციაზე
სამხრეთ აფრიკა საუდის არაბეთის ნაცვლად - რონალდუს შეცდომა პრესკონფერენციაზე