რობერტ ლევანდოვსკი, შტეფან ეფენბერგი
Aa
Aa

ეფენბერგი: გასაკვირი არ არის, რომ ისინი ევროპა ლიგაზე არიან

რობერტ ლევანდოვსკის შესახებ მოსაზრება გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა შტეფან ეფენბერგმა გამოთქვა, რომელსაც საერთოდ არ უკვირს, რომ „ბარსა“ ამჟამად ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

„ზაფხულში ლევანდოვსკის და ჰოლანდის წასვლამ ბუნდესლიგა დააზარალა. ჩვენ დავკარგეთ ორი შესანიშნავი მოთამაშე. მაგრამ თუ 50 მილიონ ევროს იღებ თითქმის 34 წლის ფეხბურთელისთვის და შენ ბაიერნი ხარ, მაშინ ყველაფერს სწორად აკეთებ.

მაგრამ ამ სეზონში ასევე ნათელი გახდა, თუ როგორი გამორჩეული პარტნიორები ჰყავდა ლევანდოვსკის ბაიერნში. ისინი მას დაეხმარნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გამხდარიყო.

მას ბარსელონაში არ ჰყავს ასეთი ნიჭიერი პარტნიორები და გასაკვირი არ არის, რომ ისინი მხოლოდ ევროპა ლიგაზე თამაშობენ",

- წერს ეფენბერგი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით მეორე სეზონია ჯგუფში რჩება. ორივე შემთხვევაში კატალონიელებს ჯგუფურ ეტაპზე „ბაიერნთან“ თამაში მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1,43 მილიარდი ევრო - ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავლებით ყველას აჯობა
1,43 მილიარდი ევრო - ლა ლიგამ სატელევიზიო შემოსავლებით ყველას აჯობა