ბარსელონა, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ბუსკეტსი მომავალზე გადაწყვეტილებას თებერვალში მიიღებს

კატალონიის „ბარსელონა“ ხერარდ პიკემ დატოვა. მეტიც, ვეტერანმა ესპანელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. „ბლაუგრანას“ დატოვებაზე სერხიო ბუსკეტსიც ფიქრობს.

34 წლის ნახევარმცველს MLS-ის წარმომადგენელი „ინტერ მაიამი“ ეპატიჟება და თავად ბუსკეტსი ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ არსებობს ერთი გარეშე ფაქტორი.

სერხიოს დარჩენა ჩავი ერნადესს სურს. მოგეხსენებათ, ჩავი და ბუსკეტსი დიდი ხნის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ „ბარსელონას“ ბუსკეტსი ჯერ კიდევ სჭირდება და მას დარჩენას სთხოვს.

რა თქმა უნდა, ერნანდესის თხოვნა ბევრს ნიშნავს და დარჩენაზე დაფიქრდა. GOAL-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი გადაწყვეტილებას თავის მომავალთან დაკავშირებით 2023 წლის თებერვალში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ბარსელონამ“ ბუსკეტსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც დათანხმდა, მაგრამ იმ პერიოდში „ბლაუგრანას“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ლა ლიგის წესების მიხედვით აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრის იანვარში მაკ ალისტერის შეძენა უნდა
ალეგრის იანვარში მაკ ალისტერის შეძენა უნდა