ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

საჩივარი არ დაკმაყოფილდა - ლევანდოვსკი სამ მატჩს გამოტოვებს

რობერტ ლევანდოვსკი „ოსასუნასთან“ მიღებული ორი ყვითელი ბარათის შემდეგ, მოედნიდან გასვლისას გაკეთებული ჟესტის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

პოლონელის ეს ჟესტი ქედმაღლურად და არბიტრის მიმართ უპატივცემულო ქმედებად იქნა აღქმული.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა ვერდიქტი გაასაჩივრა, რომლის პასუხიც დღეს გახდა ცნობილი. სააპელაციო კომიტეტმა „ბარსელონას“ პროტესტი არაფრად ჩათვალა და სასჯელი ძალაში დატოვა.

„პოლონელი ბომბდამშენი“ ზედიზედ 3 მატჩს გამოტოვებს. ლევანდოვსკი „ესპანიოლთან“, „ატლეტიკოსთან“ და „ხეტაფესთან“ არ იქნება. ყველაზე რთული დაპირისპირება „ბლაუგრანას“ „როხიბლანკოსთან“ ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი ამ მომენტისთვის ლა ლიგას 37 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „რეალს“ 2 ქულით უსწრებს. ასევე გეტყვით, ლევანდოვსკი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 13 გოლით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა