ბარსელონა, ინტერ მაიამი, სერხიო ბუსკეტსი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

მიზანი ინტერ მაიამია - ბუსკეტსს ბარსელონას დატოვება სურს

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, კატალონიის „ბარსელონა“ ხერარდ პიკემ დატოვა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, სანაკრებო კარიერა სერხიო ბუსკეტსმა დაასრულა. როგორც ჩანს, ვეტერანი ესპანელი „ბლაუგრანას“ დატოვებასთანაც ახლოს არის.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, ლაპორტას სერხიოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ 34 წლის ნახევარმცველი სხვა აზრზეა. ბუსკეტსი თვლის, რომ ახალი გამოწვევები სჭირდება.

ამ ინფორმაციას Goal.Com ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ვეტერანი ფეხბურთელის მიზანი დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამიში“ გადასვლაა, რაც რეალობას მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ. MLS-ის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხშირად ინტერესდება ასაკში შესული ვარსკვლავებით. მეტიც, ბექჰემს 2021 წელს მესის გადაბირებაც სურდა, მაგრამ, რა თქმა უნდა არ გამოვიდა.

ბუსკეტსის აბარგებას ისიც ხდის რეალურს, რომ „ბარსელონა“ ძალიან ახლოს არის ნგოლო კანტესთან. ფრანგ ნახევარმცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და SPORT-ის ინფორმაციით კლუბსა და საყრდენ ნახევარმცველს შორის წინასწარი შეთანხმება შედგა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე სერხიო ბუსკეტსმა კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 696-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟინიო: “მუნდიალი არ მაინტერესებდა და არ ვუყურებდი“
ჟორჟინიო: “მუნდიალი არ მაინტერესებდა და არ ვუყურებდი“