ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

BILD: ბელინგემი მუნდიალის შემდეგ დორტმუნდს აცნობებს, რომ წასვლა სურს

Bild-ის ცნობით, ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „დორტმუნდს“ განუცხადებს, რომ მას სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება სურს.

19 წლის ინგლისელის ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა ფეხბურთელს ბევრი მიმზიდველი შეთავაზება აქვს და კლუბის შეცვლას გეგმავს. ამ მომენტისთვის მისი გადაბირების მთავარი მსურველი და ფავორიტი „ლივერპულია“.

„მერსისაიდელთა“ გარდა ბელინგემის შეძენა „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ სურთ. „დორტმუნდი“ მას 150 მილიონ ევროდ აფასებს. ამხელა თანხის გადახდაში პრობლემას ხედავს „ლივერპული“, რომელსაც იმედი აქვს, რომ გერმანელებს ფასის დაკლებაში დაიყოლიებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მამას დიდი სურვილი აქვს, რომ მისმა შვილმა „ლივერპულში“ ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ კლოპს „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, გერმანელები ფასის დაკლებას მაინც არ გეგმავენ. „წითლები“ ამჟამად 100 მილიონის გადასახდელად არიან მზად.

რაც შეეხებათ „რეალსა“ და „სიტის“, მადრიდელთათვის ბელინგემის ტრანსფერი პრიორიტეტული არ არის, რადგან მათ ნახევარდაცვაში ჩუამენი, კამავინგა და ვალვერდე ჰყავთ. „ქალაქელები“ კი ჯუდის შეძენის დიდ სურვილს გამოთქვამენ.

მიმდინარე სეზონში ბელინგემმა „დორტმუნდში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მის აქტივში 4 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში