კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

Record: რონალდუ შვეიცარიასთან მატჩამდე მუნდიალის დატოვებას აპირებდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია 6:1 გაანადგურა და ¼ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის დაწყებამდე, როდესაც სასტარტო შემადგენლობები დასახელდა, პორტუგალიელთა კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, რამაც გულშემატკივრების გაოცება გამოიწვია, მის მაგივრად კი თამაში გონსალუ რამუშმა დაიწყო, რომელმაც საბოლოოდ ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

საბოლოოდ, რონალდუ მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. ცნობილი გამოცემა The Record-ი წერს, რომ ფენრანდუ სანტუშის გადაწყვეტილებამ კრიშტიანუ ძალიან გააბრაზა და ის გუნდის დატოვებასაც აპირებდა.

გამოცემა ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ როდესაც 37 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ გაიგო, მან ბარგის ჩალაგება დაიწყო და კატარიდან გასამგზავრებლად ემზადებოდა, თუმცა მოგვიანებით, თანაგუნდელებმა გადაარწმუნეს და თავადაც მიხვდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება კიდევ შეეძლო.

ასევე, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუნდი ყველანაირად ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას, რათა საზოგადოებაში დამატებითი სპეკულაციები არ გამოწვეულიყო.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ნაკრები ¼ ფინალში მაროკოს შეხვდება და დიდი შანსია, ამ მატჩშიც რონალდუ კვლავ სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში