ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბაიერნის ფეხბურთელები და სხვები - გერმანიის ნაკრები ორ ჯგუფად იყო გაყოფილი

ავტორიტეტული Bild-ი გერმანიის ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე წერს. გერმანული გამოცემა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება და გვაუწყებს, რომ „ბუნდესმანშაფტის“ გასახდელში დაძაბული ატმოსფერო იყო.

Bild-ის მიხედვით, გერმანიის ეროვნული ნაკრები ორ ჯგუფად გახლდათ გაყოფილი. ერთ მხარეს „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ, მეორე მხარეს - დანარჩენები. ამან ვითარების დაძაბვა გამოიწვია, რამაც ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენებ თამაშზე გავლენა მოახდინა.

გერმანული გამოცემა პრობლემების გაჩენაში ჰანსი ფლიკს ადანაშაულებს. Bild-ის მიხედვით, ფლიკი ობიექტური არ იყო და „რეკორდმაისტერის“ მოთამაშეების მისამართით მიკერძოებას იჩენდა, რადგან მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ამის გამო, კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვა და გუნდის შიგნით ჰარმონია დაირღვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, კოსტა რიკასთან და იაპონიასთან ერთად იყო. „ბუნდესმანშაფტმა“ „ფურია როხასთან“ ქულა აიღო, „ლურჯ სამურაისთან“ წააგო, კოსტა რიკასთან გამარჯვება კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მკაფიო გეგმა გვქონდა“ - იაკინი პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ
“მკაფიო გეგმა გვქონდა“ - იაკინი პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ