მურატ იაკინი
Aa
Aa

“გრანდების დამარცხება შეგვიძლია“ - იაკინი პორტუგალიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარია პორტუგალიას უპირისპირდება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მურატ იაკინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა იაკინმა?

„ჩვენ სრულიად მზად ვართ. გვიხარია, რომ ასეთი დონის მატჩში ვიღებთ მონაწილეობას. შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ საკუთარი ისტორია დავწეროთ. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა კარგ საფეხბურთო გუნდად არის აღიარებული. ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ხვალ სიტუაცია სხვანაირი იქნება. ქულების ასაღებად აღარ ვიბრძვით.

ჩემი ხელმძღვანელობით შვეიცარია მნიშვნელოვნად განვითარდა. ყველას ვაჩვენეთ, რომ გრანდების დამარცხება შეგვიძლია. ფეხბურთელებმა კარგად იციან რა უნდა გააკეთონ ხვალ. ჩვენი პლუსი სისწრაფეა და იმედი მაქვს ამას გამოვიყენებთ. რომელ ფეხბურთელს არ ვათამაშებდი პორტუგალიის ნაკრებიდან? ისინი ყველა ძალიან კარგები არიან და მსურს საუკეთესოების წინააღმდეგ ვითამაშო. ასე, რომ არცერთს!“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და შვეიცარიის დაპირისპირება 6 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაკიმი: აფრიკელი ფეხბურთელები მეტ პატივისცემას იმსახურებენ
ჰაკიმი: აფრიკელი ფეხბურთელები მეტ პატივისცემას იმსახურებენ