რობერტ ლევანდოვსკი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, პოლონეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„უფრო მეტის გასაკეთებლად დრო და უნარები დაგვაკლდა“ - ლევანდოვსკი მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს შეხვდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ლორისის კარში პრესტიჟის გოლი შეაგდო, წაგების მიზეზებზე ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

რა თქვა ლევანდოვსკიმ:

საერთო ჯამში თუ ვიმსჯელებთ, ამ მატჩში ყველაფერი მივიღეთ. რამდენიმე მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბოლომდე ვიბრძოლეთ, ვცადეთ თამაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლოს გოლი გავიტანეთ, რაც ჩვენთვის დადებითი სტიმული იყო.

პირველი გოლი დასანანი იყო... შეტევაში ძალიან წინ წავედით, რაც ფრანგებმა კარგად გამოიყენეს. ხდება ხოლმე... მეტოქე შეტევებს აგრძელებდა, თუმცა გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. ვფიქრობ, უფრო მეტის გასაკეთებლად დრო და უნარები დაგვაკლდა.

შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი დროა. მანამდე აუცილებელია თამაშით სიამოვნება, თუნდაც უახლოეს მომავალში. როდესაც შეტევას ვცდილობთ, ყველაფერი სხვაგვარადაა და როცა დაცვაში ვთამაშობთ, ეს სასიხარულო არ არის.

საფრანგეთი 3:1 პოლონეთი

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში არგენტინის, საუდის არაბეთისა და მექსიკის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.

რაც შეეხება საფრანგეთს, ¼ ფინალში დიდიე დეშამის გუნდის მეტოქე ინგლისისა და სენეგალის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესვენებაზე თამაშში რაღაცის შეცვლა მოგვიწია“ - დეშამი მატჩის შემდეგ
„შესვენებაზე თამაშში რაღაცის შეცვლა მოგვიწია“ - დეშამი მატჩის შემდეგ