ტომას მიულერი, კატარი 2022, კაი ჰავერცი
Aa
Aa

„სახლში წასვლა დავიმსახურეთ“ - მიულერი და ჰავერცი მატჩის შემდეგ

გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა.

კოსტა რიკასთან მატჩის შემდეგ, კაი ჰავერცმა და ტომას მიულერმა პრესასთან ისაუბრეს:

კაი ჰავერცი:

„ესპანეთთან მატჩშიც ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია. ჩვენ გვქონდა საკმარისი შესაძლებლობა იაპონიისა და ესპანეთის დასამარცხებლად.

კოსტა რიკამ პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვცა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ. კარგია, რომ თამაში შემოვაბრუნეთ, მაგრამ ასეთი ოსტატობით ჩვენმა გუნდმა იაპონიის დამარცხება ვერ მოახერხა. ჩვენ სახლში წასვლა დავიმსახურეთ“.

ტომას მიულერი:

„თუ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო, მაშინ უზომოდ ვისიამოვნე. ჩვენ ერთად წარმოუდგენელი მომენტები განვიცადეთ.

ყველა მატჩში ვცდილობდი, რომ გული მოედანზე დამეტოვებინა. და ამას სიყვარულით ვაკეთებდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: თამაში 5 წუთში წავაგეთ, პირველი ადგილით გასვლა გვინდოდა
ლუის ენრიკე: თამაში 5 წუთში წავაგეთ, პირველი ადგილით გასვლა გვინდოდა