ტიტე
Aa
Aa

მაგარი ისტორია კატარიდან - პალესტინელი ქომაგის ღირსეული ჟესტი და ტიტეს პასუხი

ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გულისამაჩუყებელი ვიდეო გავრცელდა. მასზე ჩანს პალესტინელი გულშემატკივარი, რომელიც ბრაზილიელ ქალბატონს ეხმარება და მეტროში, მისი ერთ-ერთი შვილი ხელში ჰყავს აყვანილი.

View this post on Instagram

A post shared by GOAL Brasil (@goalbrasil)

როგორც გაირკვა, ზემოთ ხსენებული ქალბატონი ბრაზილიის ნაკრების თავკაცის, ტიტეს რძალი, ფერნანდა ყოფილა, ბავშვი კი - მისი შვილიშვილი, პატარა ლუკა. პალესტინელი ქომაგის ჟესტმა „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელი აღაფრთოვანა. მან იგი ბრაზილიის ეროვნული გუნდის ვარჯიშზე დასასწრებად მიიწვია, ხელმოწერილი მაისური უსახსოვრა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო.

„მინდა, მას შევხვედროდი, რადგან მისი ქმედებები გვაჩვენებს, რომ სოლიდარობა ფეხბურთის საზღვრებს სცდება. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა და ვალდებული ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც ფეხბურთის საზღვრებს სცდება. სპორტს ადამიანური მხარეც აქვს და პატივისცემისა და მჭიდრო მეგობრობის ჩამოსაყალიბებელი ინსტრუმენტია“, - განაცხადა ტიტემ.

სხვათა შორის, ტიტესა და აღნიშნული ქომაგის შეხვედრა პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, 29 ნოემბერს მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები