ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები - ხვიჩა მბაპესა და მესის გვერდით

GOAL-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მე-9 ადგილზე „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა.

GOAL: „კვარადონა დაეხმარა „ნაპოლის“, რომ გუნდი სერია ა-ში პირველ ადგილზე ყოფილიყო. ასევე, მისი დახმარებით „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში ტრავმის გამო არ უთამაშია, არც ერთი სტატისტიკური ფაქტი არ აღწერს მის გავლენას უკეთ ვიდრე ის ფაქტი, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს ლიდერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში სერიოზული დარტყმაა, თუმცა მას რამდენიმე კვირა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი თავი ფიზიკური კონდიციების პიკში ჩააყენოს“.

საუკეთესო ათეულში პირველ პოზიციაზე კილიან მბაპეა, მეორე ადგილს ლიონელ მესი იკავებს, მესამეს კი - ნეიმარი. სამეულის შემდეგ ფეხბურთელები ასე გადანაწილდნენ: ერლინგ ჰოლანდი (4), რობერტ ლევანდოვსკი (5), ვინისიუსი (6), კევინ დე ბრუინი (7), მოჰამედ სალაჰი (8), ხვიჩა კვარაცხელია (9), ჯამალ მუსიალა (10).

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ისეთ მოთამაშეებს უსწრებს, როგორებიც არიან: კარიმ ბენზემა (20), ფილ ფოდენი (19), ფედე ვალვერდე (18), რაფაელ ლეაო (17), ჰარი კეინი (16), პედრი (15), რიშარლისონი (14), ჯუდე ბელინგემი (13), კოდი გაკპო (12), ბუკაიო საკა (11) და ჯამალ მუსიალა (10).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: “პოლონეთს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია“
სკალონი: “პოლონეთს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია“