კამერუნის ფეხბურთელთა ნაკრები, სერბეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„სერბებმა რუსეთის ჰოკეის ნაკრების ფორმა მაჩუქეს“ - კამერუნელი ფეხბურთელი

მსოფლიო ჩემპიონატზე, G ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს კამერუნისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც საბოლოოდ 3:3 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარში სერბეთის ნაკრები თამაშს 3:1-ს იგებდა, თუმცა კამერუნელებმა მატჩის გადარჩენა მაინც შეძლეს და საბოლოოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განას ნაკრების ფეხბურთელმა, გაელ ონდუამ უცნაური ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ მას სერბმა გულშემატკივრებმა რუსეთის ჰოკეის ნაკრების ფორმა აჩუქეს.

რა თქვა ონდუამ:

ძალიან მიხარია, რომ თამაშში დავბრუნდით და დავამტკიცეთ, რომ კამერუნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნას იმსახურებს.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც კატარში სპეციალურად ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. ეს ძალიან სასიამოვნოა. ასევე, მადლობა სერბ გულშემატკივრებსაც, რომლებმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ჰოკეის ნაკრების ფორმა მაჩუქეს.

წინ, ბრაზილიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. ამ მატჩის წონას ვიაზრებთ და ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთით მაქსიმალურად სიამოვნება მივიღოთ. ეს არის ყველაზე მთავარი.

შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩი კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსების მხარდაჭერას ვგრძნობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - მიტროვიჩი
„რუსების მხარდაჭერას ვგრძნობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - მიტროვიჩი