ბრუნო ფერნანდეში, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ბრუნო: გააგრძელეთ რონალდუს კრიტიკა, ჩვენ მის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის ნაკრებმა განა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და H ჯგუფში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

შეხვედრაში ანგარიში 65-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელმაც თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 37 წლის ფეხბურთელის თანაგუნდელმა, ბრუნო ფერნანდეშმა რონალდუს კრიტიკოსებს უპასუხა.

რა თქვა ბრუნომ:

ვფიქრობ, მას სურს იმ გარემოში მუშაობა, სადაც გამუდმებით აკრიტიკებენ, ასე რომ გთხოვთ, გააგრძელეთ. როდესაც კრისს აკრიტიკებთ, ჩვენ მის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ.

რონალდუსთან ერთად კლუბში და ნაკრებში თამაში ოცნებაა, ეს რაღაც განსაკუთრებულია.

ახლა ჩემთვის მთავარია, რომ პორტუგალიამ მაქსიმალურად კარგად ითამაშოს. ამ შემთხვევაში, რონალდუც, მეც და მთელი პორტუგალია ბედნიერები ვიქნებით.

განასთან გამარჯვებით ფერნანდუ სანტუშის გუნდი H ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. პორტუგალიელები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

პორტუგალია 3:2 განა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: „ერთადერთი ვარ, ვინც ეს შეძლო და ამით ვამაყობ“
რონალდუ: „ერთადერთი ვარ, ვინც ეს შეძლო და ამით ვამაყობ“