კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

სარფიან წინადადებებზე უარს ამბობს - რონალდუს ევროპაში დარჩენა სურს

ნიკოლო შირას ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ ორი სარფიანი წინადადება მიიღო, მას MLS-ის გუნდი იწვევს. ასევე, კარიერის გაგრძელების შანსი საუდის არაბეთში აქვს, თუმცა 37 წლის პორტუგალიელს ევროპაში თამაში სურს. კერძოდ, მისი სურვილია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდს დაუკავშიროს მომავალი. რონალდუს „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ახალ წელს მას ახალ გუნდში ვიხილავთ. სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდებიან.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია და ბრიტანული პრესის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზომების მიღება გადაწყვიტა.

Guardian-ის თანახმად, „წითელი ეშმაკები“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ და რონალდუს კონტრაქტის პუნქტების დარღვევის გამო უჩივლებენ. საუბარი ზემოთ ხსენებულ ინტერვიუს ეხება, რომლის შესახებაც კლუბმა არაფერი იცოდა. Guardian-ის ცნობით, რონალდუ „მანჩესტერის“ მაისურს ვეღარ მოირგებს და მომდევნო დღეებში, „იუნაიტედი“ მას შეატყობინებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე არ გამოცხადდეს.

პირს მორგანთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მწვავედ გააკრიტიკა:

„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.

რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
ოფიციალურად - ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს