კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რას აპირებს მანჩესტერი - სარჩელი და კონტრაქტის გაწყვეტა რონალდუსთან

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, მაგრამ უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემა კრიშტიანუ რონალდუა. გუშინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია და ბრიტანული პრესის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზომების მიღება გადაწყვიტა.

Guardian-ის თანახმად, „წითელი ეშმაკები“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ და რონალდუს კონტრაქტის პუნქტების დარღვევის გამო უჩივლებენ. საუბარი ზემოთ ხსენებულ ინტერვიუს ეხება, რომლის შესახებაც კლუბმა არაფერი იცოდა. Guardian-ის ცნობით, რონალდუ „მანჩესტერის“ მაისურს ვეღარ მოირგებს და მომდევნო დღეებში, „იუნაიტედი“ მას შეატყობინებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე არ გამოცხადდეს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გარშემო შექმნილ ვითარებაზე The Athletic-იც წერს და გვაუწყებს, რომ „წითელი ეშმაკები“ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებენ. „მანჩესტერმა“ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ბევრი რამ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, რონალდუს ინტერვიუს უეინ რუნი გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა კრიშტიანუს წარმოუდგენელი ფეხბურთელი უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ მისი რამდენიმე კომენტარი უცნაურად მოეჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ