კახა ცხადაძე, რატი არდაზიშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: კახა ცხადაძე ყაზახურ კლუბს გაწვრთნის

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთში დაბრუნდა. ქართველი სპეციალისტი „კასპიის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

2022 წლის სეზონში 14-გუნდიან პრემიერ ლიგაში „კასპიი“ 31 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „კასპიიში“ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი, ამპლუით ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი გამოდის, რომელმაც ჩემპიონატის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ცხადაძეს ყაზახეთში მუშაობის გამოცდილება აქვს, 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე „კაირათის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2018-20 წლებში კი „ორდაბასის“ ხელმძღვანელობდა. 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ცხადაძისა და „დინამოს“ გზები გაიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი | “შახტართან მოლაპარაკებები სრულდება, ვალენსიას წინადადებით არ მოუმართავს“
აგენტი | “შახტართან მოლაპარაკებები სრულდება, ვალენსიას წინადადებით არ მოუმართავს“