ჩელსი, ნიუკასლი
Aa
Aa

პოტერი: “ნიუკასლმა გამარჯვება დაიმსახურა“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „ჩელსი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. „არისტოკრატებმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ვერ მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს. მატჩის დასრულების შემდეგ, გრეჰემ პოტერმა კომენტარი გააკეთა.

პოტერი:

„რთული მატჩი იყო. რუბენის და აზპილიკუეტას დაკარგვამ ყველაფერი გაართულა. ჩვენი მხრიდან საუკეთესო გალაგერი იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა თამაშის მოსაგებად საკმარისი არ გააკეთეს. შედეგზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ „ნიუკასლი“ კვირაში ერთ მატჩს თამაშობს, ჩვენ კი რამდენიმეს.

სათამაშო ხარისხი დაგვაკლდა. ბევრი არაიძულებითი შეცდომა დავუშვით. იყო დადებითი მომენტებიც, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. რეალურად, ბევრი საგოლე ეპიზოდი არ გვქონდა და დავისაჯეთ. პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო, ხოლო მეორეში მეტოქემ გვაჯობა.

კონორს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ნიუკასლმა“ გამარჯვება დაიმსახურა. არ ვიცი რამდენად მძიმეა აზპილიკუეტას ტრავმა და გამოტოვებს, თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატს.

ახლა შესვენება გვაქვს და ეს პერიოდი იარების მოსაშუშებლად, შეცდომების გასაანალიზებლად და ტრავმირებული ფეხბურთელების დასაბრუნებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს წარმოუდგენლად ინტენსიური პერიოდი იყო. ვფიქრობ, ყველაფრის თავიდან დაწყება შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ლონდონის „ჩელსის“ 21 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში „არისტოკრატები“ „ბორნმუთს“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი გამარჯვება - ნაპოლიმ უდინეზეს მოუგო
მორიგი გამარჯვება - ნაპოლიმ უდინეზეს მოუგო