გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ბითაძის და მამუკელაშვილის 6-6 წუთი - ინდიანა დამარცხდა, მილოუკიმ მოიგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.

სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკი ბაქსი“ სტუმრად „ოკლაჰომა სითი თანდერს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით, 136:132 გაიმარჯვა. სტუმრებს დღევანდელ შეხვედრაში იანის ანტეტოკუნმპო აკლდათ, რომელსაც მცირე ტრავმის გამო თამაშის გამოტოვება მოუწია. გამარჯვებულის ბედი ორი ოვერტაიმის შემდეგ გაირკვა, რომელშიც ძლიერები მილოუკის კალათბურთელები გამოდგნენ.

სანდრო თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო და მოედანზე მხოლოდ 06:16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილმა 3 მოხსნის შესრულება მოასწრო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ასევე, ორჯერ ჰქონდა ორქულიანის ჩაგდების მცდელობა და ერთხელ სამქულიანის, თუმცა სამივე სროლა არაზუსტი აღმოჩნა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯევონ კარტერი გახდა, რომელმაც 44:46 წუთში 36 ქულა, 4 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ქართველი კალათბურთელის „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ არენაზე „დენვერ ნაგეთს“ დაუხვდა და 3 ქულის სხვაობით, 119:122 დამარცხდა.

მამუკელაშვილის მსგავსად, გოგამაც სათადარიგოდან დაიწყო და 6:39 წუთი ითამაშა. ამ მოკლე დროში ქართველმა ცენტრმა 2 ქულა ჩააგდო, ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულებაც მოასწრო. ასევე, ორჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეზე ორჯერ დაჯარიმდა.

ბითაძის გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ბენედიქტ მატურინი გახდა, რომელმაც 30 ქულას და 2 მოხსნას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA G ლიგა - ბეჟანიშვილმა სეზონი 14 ქულითა და მოგებით გახსნა
NBA G ლიგა - ბეჟანიშვილმა სეზონი 14 ქულითა და მოგებით გახსნა