მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ვინისიუსი პროვოკატორია“

მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის მორიგ ტურში „კადისს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ეს წლის ბოლო მატჩია. ვფიქრობ, 2022 წელი განსაკუთრებული იყო. საოცარი ღამეები გამოვიარეთ და მსურს, რომ გამარჯვებით დავასრულო. ბენზემას საკითხი არ მაწუხებს, რადგან მას სერიოზული არაფერი სჭირს. ის დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერ დაბრუნდა. ეს ფეხბურთია და ასე ხშირად ხდება. ვინისიუსი პროვოკატორია. მასზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან და გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. მისნაირი ფეხბურთელი ევროპაში ძალიან ცოტაა.

„ლაიპციგთან“ წაგებამ ჩვენზე იმოქმედა და „რაიო ვალეკანოსთანაც“ კარგად არ გამოვიყურებოდით. პრობლემების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, წარსულში ყურებას არ ვაპირებთ და სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთ. ეს უბრალო ჩავარდნაა. ის ადამიანები ვინც ფიქრობენ, რომ ბენზემა სპეციალურად არ თამაშობს ვერ დავეთანხმები და ბევრს არაფერს ვეტყვი. უთამაშებლობით, თუ ვინმე დაზიანდა ეს მხოლოდ კარიმია, რადგან მუნდიალზე სასურველ ფორმაში ვერ მიდის.

ბოლო შეხვედრებში ასენსიო ძალიან კარგი იყო. მას ბრწყინვალე და მებრძოლი ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ის ბოძებულ წუთებს იმსახურებს. მცირე ტრავმამ ჩუამენი დააბრკოლა და ადაპტაციაში ოდნავ ხელი შეუშალა, მაგრამ ის უდიდესი პროფესიონალია და ამ სიტუაციას დაძლევს. როდესაც მინდორზე კროოსია, აურელინი სულ სხვანაირად თამაშობს.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გრანდმა ლა ლიგაში ბოლო ორი მატჩი ვერ მოიგო. ჯერ საკუთარ კედლებში „ჟირონასთან“ ქულები გაიყო, ხოლო გასულ ტურში სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ წააგო. „რეალისა“ და „კადისის“ შეხვედრა 10 ნოემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: გვინდა მსოფლიოში მთავარი კლუბი გავხდეთ
ტენ ჰაგი: გვინდა მსოფლიოში მთავარი კლუბი გავხდეთ