საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ისლანდიის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

პირველი ვარჯიში რეიკიავიკში - კალათბურთელები ისლანდიასთან მატჩისთვის ემზადებიან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშისთვის ემზადება. რეიკიავიკში ისლანდიასთან მატჩისთვის ჩასულმა კალათბურთელებმა კლუბ „დრეიდაბლიკის“ დარბაზში ივარჯიშეს. ვარჯიშს უფრო მოთელვითი და აღდგენითი ერქვა, თუმცა ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკურ მონახაზზე და კომბინაციების დამუშავებაზეც ავარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ისლანდიაში ჩვეულზე ადრე ჩავიდა, რის გამოც, სხვა დარბაზში მოუწია ვარჯიში. დებულების თანახმად, გუნდებს სათამაშო არენაზე ვარჯიში თამაშის წინა 2 დღეს ეკუთვნის და იმის გამო, რომ ქართველები 11 ნოემბერს დანიშნულ მატჩამდე 3 დღით ადრე ჩავიდნენ, კერძო კლუბის მომცრო დარბაზში მოუწიათ ვარჯიში.

ჩვენი გუნდი 9 ნოემბერს ორ ვარჯიშს გამართავს. პირველად ლაუგარდალსჰოლში ივარჯიშებს, ხოლო საღამოს ისევ „დრეიდაბლიკის“ დარბაზს მიაკითხავს. რეიკიავიკში მყოფი 13-ივე კალათბურთელი მწყობრშია, ტრავმა და ტკივილები არც ერთ კალათბურთელს არ აწუხებს. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია 10 ნოემბერს შემოუერთდება. 9 ნოემბერს, ნაკრების კაპიტანს ევროლიგაზე უწევს თამაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:35 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP! - შერმადინმა ბილბაოსთან გაიბრწყინა
მატჩის MVP! - შერმადინმა ბილბაოსთან გაიბრწყინა