მანჩესტერ იუნაიტედი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

150 მილიონი ბელინგემისთვის - იუნაიტედი გაძლიერებას გეგმავს

გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Sky Germany ექსკლუზიურ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს. ახალგაზრდა ინგლისელის გადაბირებით პირადად ერიკ ტენ ჰაგი ინტერესდება და მომავალი წლის ზაფხულში „წითელი ეშმაკების“ პრიორიტეტი სწორედ „დორტმუნდის“ ნახევარმცველი იქნება.

წყაროს ცნობით, ინგლისური გრანდის სკაუტები ჯუდს გამუდმებით აკვირდებიან და ვარაუდობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 150 მილიონი ევროს გამოყოფა მოუწევს, რაზეც ხელმძღვანელობა თანახმაა.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ახალი არავისთვის არის, რომ ბელინგემის შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს. ბოლო წლებში, „სამეფო კლუბი“ ყველაზე დიდ ყურადღებას ახალგაზრდა და იმედისმომცემ ნახევარმცველებს აქცევს. ბელინგემი კი გამონაკლისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 2 წლის განმავლობაში ედუარდო კამავინგა და აურელინ ჩამენი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელის სურვილიც „ბლანკოსში“ თამაშია და ეს ფაქტორი „იუნაიტედს“ მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.

Sky Germany იმასაც წერს, რომ ჯუდის გადაბირებით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდება. აქედან გამომდინარე, მისი ყიდვა „წითელი ეშმაკებისთვის“ საკმაოდ რთული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება ინგლისში? - აზარს პრემიერ ლიგის ორი კლუბი ეპატიჟება
დაბრუნება ინგლისში? - აზარს პრემიერ ლიგის ორი კლუბი ეპატიჟება