გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - გიორგისთან ერთად მისი გუნდი უკეთესი იყო

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის G ლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა. გიორგი „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსის“ რიგებში ასპარეზობს და მისმა გუნდმა „ლონგ აილენდ ნეთსი“ დამაჯერებლად დაამარცხა - 129:119.

ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21 წუთი გაატარა. ამ დროში, მან 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა. გიორგიმ 5-დან 3 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი გამოიყენა და +/- გრაფაში +12 ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. „სქაიჰოუქსის“ რიგებში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ტრენტ ფორესტს ჰქონდა - +16.

ქულებს რაც შეეხება, „კოლეჯ პარკს“ ეი ჯეი ლოუსონმა ულიდერა და თავი 28 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა. ბრენდონ უილიამსს 27 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ჯარეტ კალვერმა 21 ქულა გააკეთა, ხოლო არმონი ბრუქსის ანგარიშზე 13 ქულა იყო.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილის „სქაიჰოუქსს“ მომდევნო შეხვედრა 12 ნოემბერს ელის. ქართველი კალათბურთელის გუნდი „გრინბორო სუორმს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მორიგი კარგი მატჩი - ვალენსია სტუმრად სოსიედადს დაუზავდა
მამარდას მორიგი კარგი მატჩი - ვალენსია სტუმრად სოსიედადს დაუზავდა