ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება კვარა - რას წერენ იტალიურ მედიაში

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გასულ ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს წელის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც ლუჩიანო სპალეტიმ დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ხვიჩას დასვენების შესაძლებლობა მისცა.

ბუნებრივია, როგორც ქართველი, ისე ნეაპოლელი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის 21 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას. დღეს სხვადასხვა იტალიურ სააგენტოებში კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბლომად დაიწერა.

სააგენტო Virgilio.it-ის ინფორმაციით, ხვიჩა დიდი ალბათობით მომდევნო ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ უნდა გამართოს, მისი დაბრუნება კი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ იგეგმება, რადგან სამედიცინო შტაბი გარისკვას არ აპირებს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს CalcioNapoli1926-ი, რომელიც წერს, რომ კვარაცხელია „ემპოლის“ წინააღმდეგ თამაშისთვის გამოჯანრთელებას მოასწრებს და 21 წლის შემტევს სამშაბათს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში ამ დრომდე წაუგებლად ასპარეზობს და 35 ქულით პირველ ადგილს იკავებს. სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ „მილანს“ 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“ - სპალეტიმ ოსიმენი გააკრიტიკა
„უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“ - სპალეტიმ ოსიმენი გააკრიტიკა