ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

Marca: რეალი ბელინგემში 150 მილიონს არ გადაიხდის - ლივერპული ფავორიტია

ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ინგლისელი შუახაზელი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

ამ მომენტისთვის ინგლისელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ გამოთქვამენ.

Marca-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ ბელინგემის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, მადრიდელებმა შესაძლო ვარიანტების განხილვა და შეფასება დაიწყეს. ისინი თვლიან, რომ მათთვის ინგლისელის ტრანსფერი საკმაოდ რთული იქნება.

რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ ბელინგემს „რეალში“ გადასვლის ვარიანტი მოსწონდა, რაც მადრიდელებს უპირატესობას აძლევდა. თუმცა, ამჯერად საქმე ფინანსებს ეხება. „დორტმუნდი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ სავარაუდოდ 150 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც „სამეფო კლუბისთვის“ ზედმეტად ძვირია. ისინი თვლიან, რომ ამ ტრანსფერში ამდენის გადახდა არ ღირს.

მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, „რეალი“ არ აპირებს რომ დანებდეს და ჯუდი „მერსისაიდელებს“ დაუთმოს. საბოლოოდ, გადამწყვეტ როლს ფეხბურთელის არჩევანი ითამაშებს.

Marca წერს, რომ ამჟამად ბელინგემი „ლივერპულთან“ უფრო ახლოს არის, ვიდრე 1 თვის წინ იმყოფებოდა.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა „ბორუსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“ - სპალეტიმ ოსიმენი გააკრიტიკა
„უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“ - სპალეტიმ ოსიმენი გააკრიტიკა