ინაკი უილიამსი
Aa
Aa

კაცი ტრავმების გარეშე - უილიამსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის მე-13 ტურში „ბილბაო“ კატალონიაში „ჟირონასთან“ 1:2 დამარცხდა. ბასკთა ფორვარდისთვის ინაკი უილიამსისთვის ეს მატჩი სარეკორდო გამოდგა.

ინაკის 6 წლის განმავლობაში ლა ლიგის 1 მატჩიც არ გამოუტოვებია. უილიამსმა ზედიზედ 246 მატჩი ჩაატარა და მას ტრავმის გამო არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

ინაკიმ მცველის მანფრედ ბინცის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც „აინტრახტში“ 1987-1994 წლებში ზედიზედ 246 მატჩი ჩაატარა.

ბინცს და უილიამსს ბოლო 40 წლის განმავლობაში მინდვრის მოთამაშეთა შორის ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. იგულისხმება ტოპ 5 ლიგა.

შეგახსენებთ, რომ ინაკი უილიამსმა რეკორდი გასულ სეზონშიც დაამყარა, როცა ლა ლიგაში ზედიზედ 203 შეხვედრა ჩაატარა.

უილიამსმა ხუან ანტონიო ლარანიაგას მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1987-დან 1992 წლამდე „სოსიედადის“ მაისური ზედიზედ 202 შეხვედრაში მოირგო. საინტერესოა, რომ ინაკიმ ლა ლიგის ეგიდით, ბოლო მატჩი 2016 წლის 17 აპრილს გამოტოვა, როცა მისმა გუნდმა „მალაგა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის