ლიონელ მესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: მესი მსოფლიო ფეხბურთს აკლია. პსჟ-ში მის თამაშს ნაკლებად უყურებენ

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ლეო მესი პსჟ-ში თამაშის გამო ჩრდილშია.

მისივე თქმით, გულშემატკივრები საფრანგეთის ჩემპიონატში მესის თამაშს უფრო ნაკლებად უყურებენ, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში.

რას ამბობს ტებასი:

ვფიქრობ, მესი არა მხოლოდ ლა ლიგას, არამედ მსოფლიო ფეხბურთს აკლია. რით არის განსაკუთრებული საფრანგეთის ჩემპიონატი? არაფრით. მეჩვენება, რომ იქ მის თამაშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იქ თვალს უფრო ნაკლებად ადევნებენ, ვიდრე ბარსელონაში.

ასე რომ, ფეხბურთს ლეო მესი აკლია. იმედი გვაქვს, რომ ის მუნდიალზე თავს კარგად წარმოაჩენს და გვექნება შანსი, რომ კვლავ ვიხილოთ მისი მაგიური თამაში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც პსჟ-სა და „ნანტის“ თამაშს უყურებს. ნამდვილად არავინ მახსენდება. „ბარსაში“ ის გაცილებით დიდ ყურადღებას იპყრობდა.

35 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოუენ ჰარგრივზი ხვიჩაზე: „საოცარია ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს“
ოუენ ჰარგრივზი ხვიჩაზე: „საოცარია ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს“