ტიერი ანრი
Aa
Aa

ანრი: რომ არა ჩავი, ბარსა ახლა უარეს მდგომარეობაში იქნებოდა

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა მორიგ ფიასკოზე ისაუბრა და ჩავი დაიცვა.

„ტიტის“ თქმით, რომ არა ჩავი, ახლა გუნდი გაცილებით უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.

„საბოლოოდ, შედეგები ყოველთვის მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის ის, რაც ახლახან ინგლისში ვნახეთ, როცა ასტონ ვილამ ჯერარდი გაათავისუფლა. ახლა, რომ ბარსელონას ჩავის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნებოდა - ალბათ ვულკანი ამოიფრქვეოდა.

შეხედეთ, ისინი ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირველ მატჩში ლევანდოვსკის ბაიერნთან უნდა გაეტანა. ეს მისი ბრალი არ არის. ასევე ინტერთან მატჩში იყო დუმფრისის ხელი, რომლისთვისაც პენალტი არ დანიშნეს.

ლა ლიგაში ბარსელონა მეორე პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ როცა შენ ბარსას მწვრთნელი ხარ, ამისთვის ყოველთვის განგსჯიან, შენ დრო არასდროს გრჩება. ბარსელონამ მთლიანი ფსონი ჩემპიონთა ლიგაზე დადო და მათ ეს ფული სჭირდებოდათ“.

- განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფატიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს
ფატიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს