რობერტ ლევანდოვსკი, ტომას მიულერი
Aa
Aa

“ჩვენ მას თანავუგრძნობთ“ - მიულერმა ლევანდოვსკის ჟესტი მოუწონა

„ბარსელონა“ როგორც მოსალოდნელი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მიჯრით მეორედ ჩარჩა. ჩავის გუნდმა „ბაიერნთან“ შინ 0:3 წააგო, თუმცა მათი ჩარჩენა 1 საათით ადრე „ინტერისა“ და „პლზენის“ (4:0) მატჩის შემდეგ გაოფიციალურდა.

„კამპ ნოუზე“ დასრულებული მატჩის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი გასახდელში ჩავიდა და „ბაიერნის“ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.

ეს ჟესტი ლევანდოვსკის მისმა ყოფილმა გუნდელმა ტომას მიულერმა მოუწონა და ამის შესახებ პრესასთანაც ისაუბრა:

„ყოველთვის სასიამოვნოა ლევის ხელახლა ნახვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ თანავუგრძნობთ მას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცით, თუ რამდენად ამბიციურია იგი“,

- განაცხადა მიულერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო, მან „ბაიერნის“ გასახდელში ჩასვლა და მათთვის მილოცვა მაინც გადაწყვიტა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რობერტ ლევანდოვსკიმ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა
კვარადონა და აღზევების გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთი - The New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა